ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“გადადგეს კალაძე“ – თბილისის მერიასთან აქცია იმართება

“გადადგეს კალაძე“, “აიღოს კალაძემ პასუხისმგებლობა” – ამ ლოზუნგებით დედაქალაქის მერიასთან საპროტესტო აქცია დაიწყო.

საპროტესტო ტალღას სამოქალაქო აქტივისტები, პოლიტიკოსები და რიგითი მოქალაქეები უერთდებიან.

აქციის მონაწილეების თქმით, ვაკის პარკში მომხდარ ტრაგედიაზე პასუხისმგებლობა სხვა პირებთან ერთად კახა კალაძემაც უნდა აიღოს.

შეგახსენბთ, 13 ოქტომბერს, დღის პირველ ნახევარში, თბილისში, ვაკის პარკის შადრევანში ჩავარდნილი ბურთის ამოსაღებად ჩასულ სამ ბავშვს დენმა დაარტყა, მათგან ერთი, 13 წლის მარიტა მეფარიშვილი, გარდაიცვალა.

 

იტვირთბა....