რუსმა ოკუპანტებმა ირანული კამიკაძე დრონებით კიევს დაარტყეს. ქალაქში მინიმუმ 3 აფეთქების ხმა გაისმა. – ამის შესახებ ინფორმაცია ქალაქის მერმა ვიტალი კლიჩკომ გაავრცელა.
თავდასხმის შედეგად ცენტრალურ, შევჩენკოს რაიონში ერთ-ერთ შენობაში ხანძარი გაჩნდა.
“სახანძრო ბრიგადები მუშაობენ. დაზიანებულია რამდენიმე საცხოვრებელი კორპუსი. ადგილზე მობილიზებული არიან მედიკოსები. დაზარალებულების შესახებ ინფორმაციას ვაზუსტებთ”, – დაწერა კლიჩკომ.
ამასთან, ვრცელდება ინფორმაცია, რომ თავდასხმის ობიექტი უკრენერგო გახდა. დაიბომბა სხვა ქალაქებიც, მათ შორის ზაპოროჟიე და მიკოლაევი.

