ახალი ამბები მსოფლიო უკრაინის ომი

უკრაინაში ფრონტის ხაზზე ვითარება იცვლება – რუსეთი გააქტიურდა

უკრაინაში ფრონტის ხაზზე ვითარება იცვლება – რუსეთი გააქტიურდა, ბოლო ერთი კვირაა ბომბავს ქალაქებს, რომლებსაც რამდენიმე თვეა არ შეხებია. ოკუპანტების სამიზნე კვლავ დიდი და მნიშვნელოვანი ქალაქებია. იბომბება საცხოვრებელი უბნები, იღუპებიან მშვიდობიანი მოქალაქეები. ოკუპანტები მას შემდეგ გააქტიურდნენ, რაც ყირიმის ხიდი აფეთქდა.

რუსული ძალები კიევის ოლქზე სარაკეტო თავდასხმებს აგრძელებენ. განგაშის სიგნალის ხმა მთელ ქალაქში უკვე ხშირად ისმის. მოქალაქეები კვლავ იძულებულები არიან თავშესაფრებში ჩავიდნენ. ქალაქის მეტრო ისევ რუსული ბომბებისგან სამალავ სივრცედ იქცა. ოკუპანტები სამოქალაქო უბნებთან ერთად ბომბავენ ენერგო-ობიექტებს. ამის გამო მოსახლეობას მოუწოდებენ 17 საათიდან 23 საათამდე ელექტროენერგიის გამოყენება შეზღუდონ.

ვრცელდება ინფორმაცია, რომ ომში მონაწილეობის მსურველ პირებს, უკრაინის საზღვრიდან 40 კილომეტრში მდებარე ბელგოროდის ოლქში ცეცხლი გაუხსნეს – რუსული მხარის ინფორმაციით, 11 ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა სროლის შედეგად ბელგოროდის ოლქის ერთ-ერთ სამხედრო ნაწილში. რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ მომხდარი ტერაქტად შეაფასა და გახსნეს საპასუხო ცეცხლი.

იტვირთბა....