ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტი, მეუფე ნიკოლოზი პატრიარქის გადადგომასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება.
როგორც ნიკოლოზი ამბობს, ეს არის მორიგი თავდასხმა პატრიარქზე.
„ეს არის სამარცხვინო საქციელი, ეს არის თავდასხმა პატრიარქზე. იმან აგოს პასუხი, ვინც ასეთ ჭორებს ავრცელებს“,- აღნიშნავს მეუფე ნიკოლოზი.

