რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის განცხადებით, რუსეთში გამოცხადებული მობილიზაცია ორ კვირაში დასრულდება. ამის შესახებ პუტინმა ასტანაში ვიზიტის შემდეგ ჟურნალისტებთან თქვა.
„როდესაც დაიწყო ამ სამობილიზაციო ღონისძიებების განხორციელება, მხოლოდ მაშინ გაირკვა, რა ხარისხის იყო ის. ეს საინფორმაციო ბაზა ახლა ახლდება, თანამედროვე საფუძველზე და იქნება მაქსიმალურად სანდო. მიმაჩნია, რომ ხარისხი უნდა გაუმჯობესდეს. თუმცა, უნდა ითქვას, რომ უკვე დასრულებულია“, – განაცხადა პუტინმა.