როგორც გაჩეჩილაძე აცხადებს, ის არა სოფლიდან ჩამოსულებს, არამედ არაპროფესიონალიზმსა და გაუნათლებლობას ებრძვის.
„მე ჩამოსულებს არ ვებრძვი. მე ვებრძვი გაუნათლებლობას და არაპროფესიონალიზმს. ყველა საიდანღაც ვართ ჩამოსული და თუ გაინტერესებთ, მე სოფელ წევადან ვარ ჩამოსული. თბილისელი ერთი ხოხობი იყო და ისიც გორგასალმა მოკლა. დანარჩენი ყველა ჩამოსულები ვართ და ძალიან გთხოვთ, ამ კონტექსტიდან ამოგლეჯილი ფრაზებით ლაპარაკს მორჩით”. – აცხადებს გია გაჩეჩილაძე.
შეგახსენებთ, გუშინ გაჩეჩილაძემ გადაცემაში არაკორექტულად მოიხსენია რეგიონებიდან ჩამოსული ჟურნალისტები.
“ახლა მირეკავს ჟურნალისტი და ვეუბნები, ხომ გავაკეთე ამაზე განცხადება, მეტი რაღა უნდა ვთქვა-მეთქი?! არა, მაინც აგრძელებს… ჟურნალისტი, რომელსაც არანაირი განათლება არ აქვს ჟურნალისტურ სფეროში, პირდაპირ არის ერთი თვის ჩამოსული რაიონიდან და მიკროფონი აქვს ხელში დაჭერილი. არ შეიძლება ასე, არა“.- შეგახსენებთ, ასეთი განცხადება გააკეთა გაჩეჩილაძემ, რომელსაც საზოგადოებაში სერიოზული აჟიოტაჟი მოჰყვა.