ბრიტანეთის ფინანსთა მინისტრი კვასი კვარტენგი დაკავებული პოსტიდან გადადგა. თანამდებობის დატოვების მიზეზი, როგორც თავად განმარტა, პრემიერმინისტრის ლიზ ტრასის სიტყვები გახდა, რომელმაც კვარტენგს “განზე გადგომა” მოსთხოვა:
“თქვენ მთხოვეთ რომ განზე დავდგე როგორც თქვენი კანცლერი. მე დავთანხმდი”, – წერია ფინანსთა ყოფილი მინისტრის პოსტში.