ტელეკომპანია “რიონი” ქუთაისში მომხდარ შემთხვევაზე ინფორმაციას ავრცელებს, საიდანაც ვიგებთ, რომ ახალგაზრდა მამაკაცს დენმა დაარტყა. საბედნიეროდ, მამაკაცი გადარჩა, თუმცა კისრის არეში მიიღო დამწვრობა. ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო და საპატრულო ეკიპაჟები:
“ტერიტორიასთან, ელექტრო ენერგიის გამანაწილებელი ჯიხურის ეზოში ახალგაზრდა მამაკაცი გადავიდა, შემთხვევით მობილური ტელეფონი ორმოში ჩაუვარდა, მის ამოსატანად ჩასულს დენმა დაარტყა. ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო დახმარების მანქანა, პატრულის ეკიპაჟები და სამაშველო სამსახურის ჯგუფები. ახალგაზრდამ კისრის არეში მიიღო დამწვრობა. შემთხვევით გადარჩენილი მამაკაცი სასწრაფო დახმარების მანქანით გამოსაკვლევად გადაიყვანეს. თვითმხილველების თქმით, ეს ტერიტორია დაცულია, ჭიშკარს ბოქლომი ადევს, თუმცა ახალგაზრდებმა რამდენჯერმე გატეხეს ბოქლომი და კაცმა არ იცის, რისთვის გადადიან ა საშიშ ადგილზე. “ეს ბიჭი უეჭველ სიკვდილს გადაურჩა და შეიძლება ითქვას, დღეს მეორედ დაიბადა” – წერია ტელეკომპანია “რიონის” მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.