ვაკის პარკში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით, ქალაქის მთავარ სამმართველოში იმ არასრულწლოვანებს კითხავენ, რომლებიც გუშინ ვაკის პარკში მომხდარ ტრაგედიას შეესწრნენ.
ისინი დაღუპული და დაშავებული მოზარდების თანაკლასელები არიან.
შეგახსენებთ, რომ გუშინ, ვაკის პარკის შადრევანში 3 მოზარდს დენმა დაარტყა. 13 წლის გოგო კლინიკაში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა. 2 დაშავებული კი იაშვილისა და ნიუ ჰოსპიტალის კლინიკებში არიან გადაყვანილი.

