“ნიუ ჰოსპიტალის” ექიმის დავით ციბაძის განცხადებით, ვაკის პარკში დაშავებული 13 წლის ლაზარეს მდგომარეობა გუშინდელთან შედარებით გაუმჯობესებულია, ის სუნთქვის აპარატიდან უკვე მოხსნეს და ახლა კონტაქტურია, თუმცა, როგორც ექიმმა განმარტა, გარკვეული სახის რისკები მაინც არსებობს:
“ამ წუთისთვის ბავშვის მდგომარეობა გაუმჯობესებულია, რაც გამოხატულია იმით, რომ მოიხსნა ფილტვის ხელოვნური ვენტილაციიდან, არის სპონტანურ სუნთქვაზე, შემოდის კონტაქტში, დაეკონტაქტა თავის მშობლებს უკვე. რასაკვირველია, გარკვეული რისკები რჩება, თუმცა პირველი 24 საათის ყველაზე ცუდი რაც შეიძლება მომხდარიყო, ანოქსიული დაზიანება მეტნაკლებად დაძლეულია და ვიმედოვნებ, რომ ძალიან მალე სახლში წავა ლაზარე” – ამბობს დავით ციბაძე.