ქუთაისში ახალგაზრდა მამაკაცს დენმა დაარტყა. – აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ტელეკომპანია “რიონი” ავრცელებს.
მედიის ცნობით, ელექტრო ენერგიის გამანაწილებელი ჯიხურის ეზოში ახალგაზრდა მამაკაცი გადავიდა, რა დროსაც შემთხვევით მობილური ტელეფონი ორმოში ჩაუვარდა, მის ამოსატანად ჩასულს კი დენმა დაარტყა.
ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო დახმარების მანქანა, პატრულის ეკიპაჟები და სამაშველო სამსახურის ჯგუფები.
არსებული ინოფრმაციით, ახალგაზრდამ კისრის არეში მიიღო დამწვრობა.
შემთხვევით გადარჩენილი მამაკაცი სასწრაფო დახმარების მანქანით გამოსაკვლევად გადაიყვანეს.
,,ეს ბიჭი უეჭველ სიკვდილს გადაურჩა და შეიძლება ითქვას, დღეს მეორედ დაიბადა“, – ამბობენ თვითმხილველები.

