ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის დროს დაშავებული მესამე მოზარდი იაშვილის კლინიკიდან გაწერეს. მისი მდგომარეობა სტაბილურად შეფასდა.
კიდევ ერთი მოზარდი, რომელიც მძიმე მდგომარეობაში რეანიმაციაში იმყოფება, კონტაქტზე გამოვიდა. ის ხელოვნური სუნთქვის აპარატიდან მოხსნეს.
შეგახსენებთ, გუშინ ვაკის პარკის შადრევანში სამ მოზარდს დენმა დაარტყა. ტრაგიკულ შემთხვევას 13 წლის მარიტა მეფარიშვილის სიცოცხლე ემსხვერპლა.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლით დაიწყო, რაც უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რასაც მოჰყვა ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანება.