ჩეჩნეთში კადიროვის შვილის სახელობის სპორტკომპლექსი გახსნეს.
ელი (ზელიმხან) კადიროვი 15 წლისაა. ის რამზან კადიროვის მეორე ვაჟია და ბიძის – ახმატ კადიროვის უფროსი ვაჟის სახელი ჰქვია, რომელიც 2004 წელს 31 წლის ასაკში გარდაიცვალა, ოფიციალური ვერსიით – გულის შეტევით.
ჩეჩნურმა ოპოზიციურმა ტელეგრამამ „ნიისომ“ კურჩალოიში ახალი სპორტული კომპლექსის ფასადის ფოტო გამოაქვეყნა . მის ფასადზე წარწერის ინიციალებიდან – “E.R. Kadyrov Physical Culture and Sports Complex” – ირკვევა, რომ საუბარია შვილზე და არა რამზან კადიროვის გარდაცვლილ ძმაზე.
2021 წლის დეკემბერში, ჩეჩნეთის თითქმის ყველა მაღალჩინოსანმა ოფიციალურ ანგარიშებში მიულოცა ელი კადიროვს მეთხუთმეტე დაბადების დღე .

