ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

თურქეთში დეზინფორმაციის გავრცელება 3 წლიანი პატიმრობით დაისჯება

თურქეთის პარლამენტმა მხარი დაუჭირა პრეზიდენტ ერდოღანის მიერ წარდგენილ კანონს, რომლის მიხედვითაც დეზინფორმაციის გავრცელების გამო ჟურნალისტებსა და სოციალური მედიის მომხმარებლებს 3 წლიანი პატიმრობა ემუქრება.

აღნიშნულ კანონპროექტს ოპოზიციონერი დეპუტატები, ევროპული ქვეყნები, ვენეციის კომისია და მედიათავისუფლების დამცველები აკრიტიკებდნენ, რადგან მათი აზრით, კანონი სიტყვის თავისუფლებას საფრთხეს უქმნის.

კანონი საბოლოო დამტკიცებისთვის პრეზიდენტს გადაეგზავნება.

იტვირთბა....