ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“მინდა, ჩემს ცხოვრებას მივხედო” – სანაკოევი თანამდებობიდან გადადგა

თბილისის კონტროლირებად ტერიტორიაზე მოქმედი სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, დიმიტრი სანაკოევი თანამდებობას ტოვებს.

მისივე თქმით, გადაწყვეტილება პირადად მიიღო და არ იცის ვინ დაინიშნება მის ადგილას.

„16 წელი საკმარისია ერთ ადგილზე ყოფნისთვის. მინდა ჩემ ცხოვრებას მივხედო. ბიზნესში მინდა და სხვა სამსახურში უნდა გადავიდე“, – ამბობს სანაკოევი “რადიო თავისუფლებასთან” საუბარში.

ცნობისთვის, სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაციული ერთეულის ხელმძღვანელად სანაკოევი 2006 წელს დაინიშნა.

იტვირთბა....