დღეს სვეტიცხოვლობასთან დაკავშირებით პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი სვეტიცხოვლის ტაძარში იმყოფებოდა, სადაც გუშინდელ ტრაგედიასთან დაკავშირებით კიდევ ერთი განცხადება გააკეთა და გარდაცვლილი გოგონას ოჯახს მიუსამძიმრა:
„გუშინ სამწუხაროდ, დიდი უბედურება დატრიალდა. დღეს ჩვენ არ გვაქვს საზეიმო განწყობა. მე მინდა, კიდევ ერთხელ მივუსამძიმრო გარდაცვლილი ახალგაზრდა მარიტას ოჯახს, მის ახლობლებს, მის მეგობრებს, ჩვენს საზოგადოებას ეს დატრიალებული უბედურება. ღმერთმა ნათელში ამყოფოს მისი სული და გაანათლოს“, – განაცხადა პრემიერმა.