ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

კორუფციული გარიგება თუ სამართლიანი ტენდერი – გრინსერვის+ მესაკუთრეები, რომელსაც ვაკის პარკის რეაბილიტაცია ანდეს, 2013 წელს უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე დააკავეს

ორგანიზაცია “ფლანგვის დეტექტორი” შპს გრინსერვისი+-ის საქმიანობის შესახებ ანგარიშს აქვეყნებს, სადაც წერია, რომ კომპანიის მესაკუთრეები 2013 წელს უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის ფაქტზე დააკავეს, 2020 წელს კი ვაკის პარკის რეაბილიტაცია ანდეს:

“შპს გრინსერვისი+ სახელმწიფოს შესყიდვებში 2013 წლიდან მონაწილეობს და დღემდე 73 მილიონზე მეტი ღირებულების ტენდერი აქვს მოგებული.

ვაკის პარკის სარეაბილიტაციო სამუშოები 2020 წელს დაიწყო თბილისის მერიას ₾ 33 მილიონი უჯდება, რომლის მეორე, ₾ 13-მილიონიანი ეტაპი 12 ოქტომბერს დასრულდა.

შადრევნის რეაბილიტაცის დასრულების შემდეგ შადრევანში ჩასულ ბავშვებს დენმა დაარტყა.

შპს გრინსერვის+ არის კომპანია, რომელიც შადრევნისა და კასკადის რეაბილიტაციას ახორციელებს.

ამ კომპანიის მესაკუთრეები 2013 წელს სამეწარმეო საქმიანობაში უკანონო მონაწილეობისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე დააკავეს.

იგივე მესაკუთრეებთან არის ასოცირებული შპს გრინსერვისი, რომელიც 2012 წლის ივლისში შავ სიაში შეიყვანეს, მაგრამ მესაკუთრეებმა გრინსერვის+ დაარეგისტრირეს” – ნათქვამია განცხადებაში.

იტვირთბა....