კასპში მოღვაწე სასულიერო პირი მამა ლევანი ჯიქური სოციალურ ქსელში, ბოლო დროს მომხდარ ტრაგიკულ შემთხვევებს ეხმიანება და წერს:
“ძალიან გახშირდა საშინელი ტრაგედიები.
ჩვენ კი ვეძებთ ხოლმე მსხვერპლს, ვის დავაბრალოთ ესა თუ ის დანაშაული.
იმას კი არ ვფიქრობთ, რატო მოგვაკლდა ღვთის მფარველობა?
უმეტესად რატო აღარ იცავს ჩვენ სიცოცხლეს?
რატო მიეცა სატანას ამდენი ხელმწიფება?
რატო აჯანჯღარებს ასე დედამიწას?
რატო მიდიან უდანაშაულო ადამიანები?
იმიტომ ხომ არა რომ სამყარო დამძიმდა და იხრჩობა ჩაგვრის, უსიყვარულობის, უმადურობის, ულოცველობის, ბოროტების, ურწმუნოების, გარყვნილებისა და სხვა და სხვა ცოდვებით?”, – წერს სასულიერო პირი.

