საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის, დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის თქმით, პატრიარქის შესაძლო გადადგომაზე გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.
„ვნახე სიუჟეტი, ტყუილებით სავსე სიუჟეტი იყო. შარშან ვთქვი ამის შესახებ, რომ პატრიარქს ჰქონდა მსგავსი რამ ნათქვამი გადადგომის შესახებ, მაგრამ არანაირი თარიღები, დღესთან დაკავშირებით ვადები და ის, რაც გუშინ „მთავარი არხის“ სიუჟეტში მოვისმინეთ, სიმართლეს არ შეესაბამება. ეს არის მორიგი ფანტაზია და ტყუილი, ტყუილი, ტყუილი. პატრიარქი თუ გადაწყვეტს გადადგომას, ეს მან სინოდზე უნდა თქვას და სინოდი მიიღებს გადაწყვეტილებას, მიიღებს თუ არ მიიღებს მის განაცხადს“, – აცხადებს დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე.
შეგახსენებთ, გუშინ “მთავარი არხის” მეშვეობით გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, თითქოს საქართველოს პატრიარქი ილია მეორე წლის ბოლოსთვის გადადგომას აპირებს.