ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ვუერთდებით მთელ საქართველოს, რომელიც ერთად გლოვობს ამ ტრაგიკულ დანაკლისს – აშშ-ის საელჩო

აშშ-ის საელჩო ვაკის პარკში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას ავრცელებს, სადაც წერია, რომ რამდენიმე საკონცერტო ღონისძიება ამ ტრაგედიის გამო გაუქმებულია. საელჩო სამძმარს უცხადებს გარდაცვლილი გოგონას ოჯახს:

“ჯაზ კვინტეტის დღევანდელი კონცერტი თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიასა და 16 ოქტომბრის კონცერტი თელავის სამუსიკო სასწავლებელში აღარ გაიმართება.
უდიდესი მწუხარებით ვუსამძიმრებთ 13 წლის მარიტას ოჯახს, მეგობრებსა და თანაკლასელებს. ვუერთდებით მთელ საქართველოს, რომელიც ერთად გლოვობს ამ ტრაგიკულ დანაკლისს.
იმედი გვაქვს, რომ დაშავებულები სრულად გამოჯანმრთელდებიან და ამისთვის ვლოცულობთ” – ნათქვამია განცხადებაში.

იტვირთბა....