ახალი ამბები ეკონომიკა მთავარი პოლიტიკა

რატომ მიდის კახა კალაძე ირანში?

 

ორშაბათს, ენერგეტიკის მინისტრი, კახა კალაძე ირანს ეწვევა. როგორც ირანის ელჩმა განაცხადა, ორმხრივი შეხვედრისას საუბარი ენერგეტიკულ საკითხებს შეეხება.

მისივე თქმით, უახლოეს პერიოდში ირანში პრემიერის, გიორგი კვირიკაშვილის ვიზიტიც იგეგმება. ელჩმა აღნიშნული განცხადება, კონფერენციაზე, “საქართველო-ირანს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების განვითარების პერსპექტივები” განაცხადა.

ენერგეტიკის მინისტრის ინფორმაციით, ირანი მზადყოფნას გამოთქვამს საქართველოში ბუნებრივი აირის მოწოდებაზე.

ირანიდან გაზის მოწოდებას სკეპტიკურად უყურებს ექსპერტი ეკონომიკური საკითხებში რომან გოცირიძე. “პოლიტკომერსანტისთვის” მიცემულ ინტერვიუში გოცირიძე აცხადებს, რომ საქართველოში ირანული გაზის მიღების პრაგმატული შანსი არ არსებობს.

“დღეს ირანული გაზის პირდაპირი მიწოდების ტექნიკური შესაძლებლობა არ არსებობს. რადგან მილსადენი, საიდანაც აზერბაიჯანის გავლით საქართველოსთვის გაზის მიწოდება ხდებოდა, 20 წლის წინ რუსეთმა ააფეთქა. ამდენად, დღეს ეს მილსადენი ამორტიზებულია. ცნობისთვის, უკანასკნელად ამ მილიდან საქართველომ გაზი 1996 წელს მიიღო, როდესაც რუსეთმა ჩრდილოეთ ოსეთში გაზსადენი აგვიფეთქა და ასე ვთქვათ, გასაყინად გაგვწირა. იმ პერიოდში აზერბაიჯანის გავლით ირანული გაზის მცირეოდენი მოცულობით მოწოდება მოხდა, რომელიც მხოლოდ რამდენიმე დღის მარაგს შეადგენდა… დღეს ამ მილსადენის აღდგენას აზერბაიჯანის კეთილი ნება და დიდი ფინანსური რესურსი სჭირდება. გარდა ამისა, ამ მილის აღდგენა აზერბაიჯანს უნდა უღირდეს, ეს ტრანზიტი მისთვის ხელსაყრელი უნდა იყოს. ასე რომ, საქართველოში ირანული გაზის მიღების, მით უმეტესს საქართველოს გავლით სომხეთისთვის მიწოდების, რაიმე პრაგმატული შანსი არ არსებობს. ასე რომ, ტექნიკურად ეს მაინც შეუძლებელია, რადგან რუსეთიდან გაზი სომხეთში მიდის და ირანული გაზი უკურევერსით ვერ გავა, სანამ რუსული გაზი არსებობს. იმისათვის, რომ ირანმა სომხეთი მოამარაგოს, მთელი სისტემა უნდა შეიცვალოს, რასაც ახალი მილსადენების და ტექნიკური აღჭურვილობის მშენებლობა სჭირდება, რომელიც რეგიონში გაზის ტრანსპორტირების კონცეფციას აბსოლუტურად ცვლის.

ირანის ელჩმა გასაგებად თქვა, რომ გაზის მიწოდება შესაძლებელია ე.წ. სვოპით ანუ გაცვლით, რაც გულისხმობს – ირანი სომხეთში არსებულ რუსულ თბოელექტროსადგურს გაზს მიაწვდის, ხოლო სანაცვლოდ “გაზპრომი” გაზს საქართველოს იმ მილიდან მიაწვდის, რასაც რუსეთ-საქართველო-სომხეთის მილსადენი ჰქვია. ეს იმიტომ, რომ რადგან ირანული გაზის პირდაპირი გზით მოწოდების ტექნიკური შესაძლებლობა დღეს არ არსებობს. ამის გაკეთებას მრავალი წელი სჭირდება, რასაც ხუთი წელი არ ეყოფა, ხოლო ხუთი წლის შემდეგ, საქართველო თავისი გაზი ექნება, როდესაც „შაჰდენიზი 2″ ამოქმედდება და ჩვენს გაზსაცავში გაზის აკუმულირების შესაძლებლობა გვექნება”, – ამბობს გოცირიძე.

 

იტვირთბა....