მებაღე დევი მეზურნიშვილი, რომელმაც ვაკის პარკის შადრევანში ბავშვები გადაარჩინა, მომხდარის დეტალებზე ყვება.
მისი თქმით, სამივე ბავშვი უგონო მდგომარეობაში წყალში ჩაძირული დახვდა.
“სამივე ბავშვი უგონოდ იყო ჩაძირული წყალში, უგონო მდგომარეობაში და ორის გამოყვანა შევძელი გუშინ, სადამდეც გამიძლო მეც ორგანიზმმა იმ დენის გამო და სამწუხაროა, რომ მესამე ბავშვი ვერ გადარჩა. ნეტა ისიც გადარჩენილიყო და არ მომხდარიყო ეს ამბავი. პირველი დახმარება მე მომიწია, ხალხიც უამრავი იყო, ყველა ცდილობდა მათ დახმარებას. სასწრაფოც მაშინვე მოვიდა, მალევე და მერე მათ გააგრძელეს ბავშვების დახმარება. მერე გადაიყვანეს საავადმყოფოში და დაიღუპაო მერე გავიგე… მანამდე კიდევ იყო რაღაც იმედი”- ამბობს მეზურნიშვილი.

