ბელარუსში “კონტრტერორისტული ოპერაციის” რეჟიმი გამოცხადდა. ინფორმაციას ბელარუსის საგარეო საქმეთა მინისტრი, ვლადიმერ მაკეი ავრცელებს.
მისი თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება მეზობელი ქვეყნებიდან მოსალოდნელ საფრთხეს უკავშირდება.
მაკეის განცხადებით, დღეს ბელარუსს საფრთხის უნდა ეშინოდეს ყველა მხრიდან, აღმოსავლეთის გარდა. ბელარუსს აღმოსავლეთიდან რუსეთი ესაზღვრება. ბელარუსის მოსაზღვრე ქვეყნებია უკრაინა, პოლონეთი, ლიეტუვა და ლატვიაც.

