პოლიტიკოსი და ტელეწამყვანი ბუკა პეტრიაშვილი რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებით ინფორმაციას ხშირად გვიზიარებს. ამჯერადაც, პეტრიაშვილი მორიგ პოსტს აქვეყნებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
“გამარჯობა! გუშინდელი უბედურების მერე არც განწყობა მაქვს და უკრაინაში რუსეთის ომის მიმდინარე ამბებსაც რობოტივით ვეცნობოდი!
დღეს არ და ვერ იქნება ტრადიციული #ბუკადეილინიუსი
მხოლოდ გეტყვით, რომ:
– ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში 99 დეპუტატმა მხარი დაუჭირა და 1 თავი შეიკავა რეზოლოციაზე, რომელიც მოუწოდებს ევროპის საბჭოს წევრ ქვეყნებს აღიაროს რუსეთი ტერორისტულ სახელმწიფოდ;
– გაერო-ს გენ.ასამბლეის უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის და ანექსირებული ტერიტორიების არაღიარების შესახებ რეზოლუციის მხარდამჭერთა შორის არის სერბეთიც, რის გამოც რუსეთის პროპაგანდისტული მანქანა თავს დაესხა სერბეთის პრეზიდენტ ვუჩიჩს და სულ დასავლეთის მონა ეძახა;
ნატო ახლო მომავალში გადასცემს უკრაინას დეონების საწინააღმდეგო ჩამხშობ მოწყობილობებს, რაც დაეხმარება ჩვენებს ირანული და რუსული დრონების უფრო მასიურად განადგურებაში;
– აშშ-ს თავდაცვის მდივანმა ლოიდ ოსტინმა მოუწოდა თურქეთს და უნგრეთს დროულად დაასრულონ შვედეთის და ფინეთის ნატო-ში მიღების საპარლამენტო პროცედურები;
– საფრანგეთის პრეზიდენტს არ სურს მესამე მსოფლიო ომი, მაგრამ დაეხმარება უკრაინას გამარჯვებაში, მხოლოდ საკუთარ ტერიტორიაზე;
– ევროკომისიის ვიცე პრეზიდენტი ჯოზეპ ბორელი აცხდებს, რომ თუ პუტინი ისვრის ბირთვულ იარაღს, ევროპა პასუხად არა ბირთვულ იარაღს გამოიყენებს, არამედ გაანადგურებს რუსეთის არმიას;
– ჩვენებმა გუშინ ღამე რუსეთის ბელგოროდის ტერიტორიაზე გაანადგურეს კიდევ ერთი შეიარაღების საწყობი. გუშინ მთელი დღის განმავლობაში ხდებოდა ბელგოროდში აფეთქებები, მათ შორის თავად რუსული ჰსთ სისტემის რაკეტა დაეცა საცხოვრებელ სახლს!
– გუშინ 6 კალიბრის სისტემის რაკეტა ჩამოაგდეს ჩვენებმა და 9 დრონი, მათ შორის 7 ირანული;
– არის გარკვეული პროგრესი როგორც სვატოვოს, ისე ხერსონის მიმართუელებებით. ბრძოლები მძიმედ მიდის. ურდომ გარკვეული თავდაცვითი ღონისძიებების განხორციელება შეძლო’
– ხერსონის გაულაიტერმა სალდომ მიმართა პუტინს ხერსონიდან მოსახლეობის ევაკუაციაში დახმარებისთვის!
– პირველი მოკლულები არიან მოსკოვიდან მობილზებულებს შორის! მათი როცხვი გაიზრდება საგრძნობლად!
დიდება უკრაინას!
დიდება გმირებს!
დიდება ერს!
სიკვდილი მტერს!” – წერს ბუკა პეტრიაშვილი.

