ახალი ამბები მთავარი

“წადით თავშესაფრებში” – რუსმა აგრესორებმა ზაპოროჟიეზე სარაკეტო შეტევა განახორციელეს

რუსმა ოკუპანტებმა ზაპოროჟიეზე სარაკეტო შეტევა განახორციელეს, – ამის შესახებ Telegram არხზე ზაპოროჟიეს რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ალექსანდრე სტარუხმა დაწერა.

“მტრის სარაკეტო თავდასხმა რეგიონულ ცენტრზე განხორციელდა. წადით თავშესაფრებში“, –  განაცხადა სტარუხმა.

მოგვიანებით მან განმარტა, რომ მტერმა რეგიონულ ცენტრს სამი S300 რაკეტით დაუმიზნა.

“ინფრასტრუქტურული ობიექტები დაბომბეს. შემთხვევის ადგილზე ხანძარი გაჩნდა. მაშველები უკვე მუშაობენ“, – განაცხადა OVA-ს უფროსმა.

სტარუხმა დასძინა, რომ სარაკეტო თავდასხმები დღესაც შესაძლებელია.

“დღეს კიდევ არის შესაძლო სარაკეტო თავდასხმები. დაიცავით უსაფრთხოების წესები. გაუფრთხილდით ერთმანეთს“, – მოუწოდა OVA-ს ხელმძღვანელმა მოსახლეობას.

იტვირთბა....