უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა ვალერი ზალუჟნიმ თქვა, რომ უკრაინელებმა გაუძლეს ძლიერ დარტყმას და დაამსხვრიეს მითი რუსული არმიის უძლეველობის შესახებ.
მანვე დასძინა, რომ 2022 წლის ზამთარი უკვე მსოფლიო ისტორიის ნაწილია.
„სასტიკი ბრძოლების დროს, რუსული ჭურვების წვიმის ქვეშ, ჩვენ შევინარჩუნეთ ჩვენი მიწის ყოველი ნაწილი. ჩვენ დავამსხვრიეთ მითი რუსული არმიის უძლეველობის შესახებ. ახლა კი ჩვენ ვიბრუნებთ იმას, რაც ჩვენია და ამაში ხელს ვერავინ და ვერაფერი შეგვიშლის“, – განაცხადა ზალუჟნიმ.

