ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

„ხელოვნურ სუნთქვაზეა…“ – ექიმი ვაკის პარკში დაშავებულ მოზარდზე

ვაკის პარკში დაშავებული ერთ-ერთი ბავშვის მდგომარეობა მძიმეა, თუმცა, სასიცოცხლო ფუნქციები ნორმაშია. – ამის შესახებ „ნიუ ჰოსპიტალსის“ ბავშვთა ჯანმრთელობის ცენტრის ხელმძღვანელმა, დავით ციბაძემ განაცხადა.

მისი თქმით, მოზარდი ამ დრომდე რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება.

„გამოკვლეულია გული, გამოკვლეულია ტვინი, გაკეთდა კომპიუტერული ტომოგრაფია, ენცეფალოგრამა. მდგომარეობა სტაბილურია. იმყოფება მონიტორული მეთვალყურეობის ქვეშ, არის ისევ ფილტვის ხელოვნურ ვინტილაციაზე, მინიმუმ 24 საათი უნდა გავიდეს პირველი გართულებების თავიდან ასაცილებლად და 72 საათის შემდეგ უფრო თამამად შემიძლია პროგნოზზე ვისაუბრო“, – ამბობს დავით ციბაძე.

იტვირთბა....