ახალი ამბები ეკონომიკა მთავარი

ანაკლიის პორტის მშენებლობაში ამერიკელებიც ჩაერთვნენ

 

ანაკლიის პორტს საქართველოსა და მერიის მზარდი ეკონომიკური თანამშრომლობის მაგალითს უწოდებს ამერიკის ელჩი საქართველოში, იან კელი. ელჩი “კონტი გრუპსა” და “თი-ბი-სი ჰოლდინგს” ტენდერში გამარჯვებას ულოცავს.

“აზიისა და ევროპის დამაკავშირებელ რეგიონულ სატრანსპორტო ჰაბად საქართველოს გადაქცევის გეგმამ ამ კვირაში დიდი ნაბიჯით წაიწია წინ. ვულოცავთ ამერიკულ კომპანია “კონტი გრუპსა” და მის ქართველ პარტნიორ “თი-ბი-სი ჰოლდინგს”, რომლებიც ანაკლიის პორტის მშენებლობისათვის შეარჩიეს! პროექტი საქართველოს ასე საჭირო ღრმა პორტს შემატებს და მას გლობალურ სატრანზიტო გადაზიდვებში ჩართავს.

ანაკლიის პორტი შეერთებული შტატებისა და საქართველოს მზარდი ეკონომიკური ურთიერთობების მაგალითია”. – აცხადებს ელჩი.

შეგახსენებთ, მთავრობის გადაწყვეტილებით მალე ანაკლიის პორტის მშენებლობა დაიწყება. მშენებლობას სხვა კომპანიასთან ერთად ქართული “თი-ბი-სი ჰოლდინგიც” განახორციელებს, რომლის ხელმძღვანელმა მამუკა ხაზარაძემ ანაკლიის პორტს უკვე  უწოდა ყველაზე მაშტაბური პროექტი.

იტვირთბა....