ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

სააკაშვილის ექსტადირების მოთხოვნა უკრაინიდან და იუსტიციის მინისტრის პასუხი – რა შემთხვევაში გადაუვადდება მესამე პრეზიდენტს სასჯელი

იუსტიციის მინისტრის რატი ბრეგაძის თქმით, უკრაინის მხრიდან სააკაშვილის ექსტრადირების მოთხოვნაზე უარის თქმის საფუძველი არსებობს, თუმცა თუ მკურნალობის მიზნით მისი სასჯელის გადავადებაზე იქნება მიმართვა, ეს საკითხი სასამართლომ უნდა გადაწყვიტოს:

“როდესაც მსგავსი ტიპის მოთხოვნა შემოდის, იქვეა უარის თმის საერთაშორისო შეთანხმებებითა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაძლებლობა, იმ შემთხვევაში თუ ქვეყანაში პირის მიმართ სისხლის სამართლის წარმოება მიმდინარეობს. როგორც მოგეხსენებათ, სააკაშვილი არის მსჯავრდებული 2 საქმეზე და დანარჩენ 3 საქმეზე სასამართლო პროცესები მიმდინარეობს. შესაბამისად, თეორიულადაც თუ დავუშვებთ, რომ ოფიციალური მოთხოვნა შემოვა, არის უარის საფუძველი”, – თქვა ბრეგაძემ.

იტვირთბა....