სარაკეტო თავდასხმა მიკოლაევზე – მაშველები ნანგრევებში მოყოლილ ადამიანებს ეძებენ.
უკრაინის სამხრეთით, ქალაქ მიკოლაევში, რუსული დაბომბვის შემდეგ სულ მცირე შვიდი ადამიანი უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება.
რეგიონის სამხედრო ადმინისტრაცია ამბობს, რომ საცხოვრებელი კორპუსის ნანგრევებში სამაშველო სამუშოები გრძელდება. მაშველებმა 11 წლის ბიჭის გადარჩენა შეძლეს, რომელსაც სამედიცინო დახმარება უტარდება.

