ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ხელმძღვანელი (IAEA), რაფაელ გროსმა პუტინთან შეხვედრა გამართა, – ინფორმაცას უკრაინული მედია ავრცელებს.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, შეხვედრაზე ხაზი გაესვა ზაპორიჟიეს ატომური ელექტროსადგურის გარშემო უსაფრთხოების დაცვის ზონის შექმნის გადაუდებელ აუცილებლობას.
“ახლა, როგორც არასდროს, ამ უკიდურესად რთულ დროს, უსაფრთხოების ზონა უნდა შეიქმნას ზაპორიჟიეს ატომური ელექტროსადგურის ირგვლივ. ჩვენ არ შეგვიძლია მეტი დროის დაკარგვა. ჩვენ უნდა გავაკეთოთ ყველაფერი, რათა თავიდან ავიცილოთ ბირთვული ავარია”, – თქვა გროსიმ.
რაც შეეხება პუტინს შეხვედრის დროს განაცხადა, რომ “ის სიამოვნებით განიხილავს ყველა იმ საკითხს, რომელიც ორმხრივ ინტერესს იწვევს და შესაძლოა შეშფოთება გამოიწვიოს”.
“რაც შეეხება ზაპორიჟიეს ატომური ელექტროსადგურის ირგვლივ არსებულ ვითარებას ნებისმიერ შემთხვევაში, ჩვენ ღია ვართ ამ დიალოგისთვის და მოხარული ვართ, რომ გხედავთ”, – თქვა პუტინმა