უკრაინამ ოკუპანტების ტყვეობისგან 32 ჯარისკაცი გაათავისუფლეს – ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ანდრეი ერმაკი ავრცელებს.
მისივე ცნობით, გათავისუფლებულთა შორის არიან ადამიანები, რომლებიც დაკარგულად ითვლებოდნენ.
,,დღეს პატიმართა მორიგი გაცვლა შედგა. მოვახერხეთ 32 ჯარისკაცის გათავისუფლება და ისრაელელი დმიტრო ფიალკას ცხედრის დაბრუნება.
გათავისუფლებულთა შორის არიან უკრაინის შეიარაღებული ძალების ოფიცრები, სერჟანტები და ჯარისკაცები. ამ ადამიანებიდან ბევრი დაკარგულად ითვლებოდა”, – წერს ანდრეი ერმაკი Twitter-ზე და გათავისუფლებული ჯარისკაცების ფოტოს აქვეყნებს.