ახალი ამბები ვიდეო მთავარი პოლიტიკა

„არ ვაპირებთ ამ ბლოკადის მოხსნას“ – გივი თარგამაძე ვიდეოს აქვეყნებს, საქმეში პოლიციაც ჩაერთო (ვიდეო)

„არ ვაპირებთ ამ ბლოკადის მოხსნას, სანამ არ იქნება წარმოდგენილი დოკუმენტაცია“ – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა წევრმა გივი თარგამაძემ განაცხადა.

თარგამაძე დეპუტატებთან ერთად ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ციხისძირში, ასწლოვანი ხეების გადარგვას აპროტესტებს.

„გამომდინარე იქიდან, რომ აქამდე ვერ წარმოადგინეს ვერანაირი ნებართვა, ვერც პოლიციამ, ვერც მშენებლებმა, ჩვენ იძულებულები გავხდით, შეგვეჩერებინა განახლებული სამუშაოები. აქ არიან აჭარის უზენაესი საბჭოს დეპუტატები და ადგილობრივი დეპუტატები“- განაცხადა თარგამაძემ.

მათი თქმით, ციხისძირში სამუშაოები ნებართვების გარეშე, უკანონოდ მიმდინარეობს. „ნაციონალური მოძრაობა“ აქტიურად არის ჩართული ამ პროცესის წინააღმდეგ მიმდინარე აქციებში. რამდენიმე დღის წინ ციხისძირში გამართული აქციიდან „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან ერთად დააკავეს.

მოგვიანებით, ქობულეთის საკრებულოს ნაციონალური მოძრაობის ორი წევრი დააკავეს პოლიციისდმი დაუმორჩილებლობის ბრალით.

იტვირთბა....