ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

G7-ის შეხვედრა დასრულდა – ლიდერებმა პირობა დადეს, რომ უკრაინაში ბოლო თავდასხმებზე პუტინს “პასუხი მოეთხოვება”

G7-ის ლიდერები დღეს, 11 ოქტომბერს, ვირტუალური შეხვედრა გამართეს – დიდი შვიდეულის ქვეყნების ლიდერებმა პირობა დადეს, რომ ისინი პასუხს მოსთხოვენ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს, რომელიც უკრაინაში ბოლო თავდასხმების ტალღაზეა პასუხისმგებელი.

G7-ის ლიდერებმა ასევე აღნიშნეს, რომ ისინი ვალდებულები არიან მხარი დაუჭირონ უკრაინას “რამდენ ხანსაც ეს საჭირო იქნება” და ქვეყანას ფინანსური, ჰუმანიტარული, სამხედრო, დიპლომატიური და იურიდიული დახმარების გაგრძელებას დაჰპირდნენ.

განცხადების თანახმად, დიდი შვიდეულის ლიდერებმა დაარწმუნეს უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი, რომ ისინი მტკიცენი არიან უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერაში.

“ჩვენ გავაგრძელებთ ფინანსური, ჰუმანიტარული, სამხედრო, დიპლომატიური და სამართლებრივი მხარდაჭერის უზრუნველყოფას და მტკიცედ დავდგებით უკრაინის გვერდით მანამ, სანამ ეს საჭირო იქნება. ჩვენ მზად ვართ მხარი დავუჭიროთ უკრაინას ზამთარში საჭიროებების დაკმაყოფილებისთვის”. – ნათქვამია განცხადებაში.

ცნობისთვის, 10 ოქტომბერს უკრაინის მასშტაბით სარაკეტო თავდასხმის შედეგად, სულ მცირე, 19 ადამიანი დაიღუპა, 105 კი დაშავდა. თავდასხმების შედეგად კრიტიკული და სამოქალაქო ინფრასტრუქტურა 12 რეგიონსა და დედაქალაქში დაზიანდა. გაჩნდა 30-ზე მეტი ხანძრის კერა. რუსმა ოკუპანტებმა კიევი, ზაპოროჟიე და სლავიანსკი დაბომბეს.

იტვირთბა....