ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ყირიმის ხიდის აფეთქება და რუსეთის ახალი ბრალდება: “ტროტილით დატვირთული მანქანა საქართველოდან შევიდა”

რუსეთის მტკიცებით, ტროტილით დატვირთული მანქანა, რომელმაც ყირიმის ხიდი ააფეთქა, საქართველოდან შევიდა. აღნიშნული ინფორმაცია ვლადიმერ პუტინს საგამოძიებო სამსახურის უფროსმა მიაწოდა.

როგორც ალექსანდრ ბასტრიკინმა აღნიშნა, სპეციალური მანქანა რუსეთში ბულგარეთის, სომხერთისა და საქართველოს გავლით შევიდა. ამასთან, ვარაუდობენ, რომ მომხდარს თანამზრახველები რუსეთშიც ჰყავდა.

“ჩვენ უკვე დავადგინეთ სატვირთო მანქანის მარშრუტი, რომელშიც აფეთქება მოხდა. ეს არის ბულგარეთი, სომხეთი, საქართელო, ჩრდილოეთ ოსეთი, კრასნოდარის ტერიტორია. გარდა ამისა, იდენტიფიცირებულია გადამყვანები, პირები, რომლებიც მონაწილეობდნენ ამ სატვირთო მანქანის გადაადგილებაში. “ეფესბეს” ოპერატორების დახმარებით შესაძლებელი გახდა ეჭვმიტანილების იდენტიფიცრება. მათ შორის, ვისაც შეეძლო ტერორისტული თავდასხმის მომზადება და ადამიანები, რომლებიც მოქმედებენ რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე”, – განაცხადა ბასტრიკიკნმა პუტინთან თათბირის დროს.

პუტინის განცხადებით, მომხდარი ტერორისტული აქტია და ხიდის აფეთქება უკრაინულმა სპეცსამსახურებმა დაგეგმეს:

“ეჭვგარეშეა, ეს იყო ტერორისტული აქტი, რომელიც მიზნად ისახავდა კრიტიკულად მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურის განადგურებას. თავდასხმა უკრაინის სპეცსამსახურების მიერ არის დაგეგმილი და განხორციელებული”, – თქვა პუტინმა.

იტვირთბა....