ახალი ამბები მთავარი უკრაინის ომი

ზელენსკი და შოლცი G7-ის სასწრაფო შეხვედრის მოწვევაზე შეთანხმდნენ

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი და გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი შეთანხმდნენ, რომ მოიწვიონ G7-ის სასწრაფო შეხვედრა.

ამის შესახებ ზელენსკიმ Twitter-ზე განაცხადა:

„ჩვენ შევთანხმდით ოლაფ შოლცთან, გერმანიის კანცლერთან, რომელიც თავმჯდომარეობს G7-ს, მოიწვიოთ ჯგუფის სასწრაფო შეხვედრა“, – თქვა მან.

პრეზიდენტის თქმით, შეხვედრაზე მისი გამოსვლა იგეგმება, რომელშიც რუსეთის ფედერაციის ტერაქტებზე ისაუბრებს.

„ჩვენ ასევე განვიხილეთ რუსეთზე ზეწოლის გაზრდაზე და იმ დახმარებაზე, რომელიც დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენაას მოხმარდება“, – დასძინა ზელენსკიმ.

იტვირთბა....