უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ანდრეი ერმაკი რუსეთის მხრიდან ფართომასშტაბიან სარაკეტო იერიშებს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ეს არის კიდევ ერთი სიგნალი ცივილური სამყაროსთვის, რომ რუსეთის საკითხი ძალისმიერი მეთოდით უნდა გადაწყდეს. მისი თქმით, ოკუპანტები ლაჩრები არიან და ამიტომ ესხმიან თავს ბავშებსა და მშვიდობიან მოსახლეობას:
“მშიშრები ებრძვიან სათამაშო მოედნებს, ბავშვებსა და უბრალო ხალხს. ეს არის კიდევ ერთი სიგნალი ცივილიზებული სამყაროსთვის, რომ რუსეთის საკითხი ძალის გამოყენებით უნდა გადაწყდეს”. – წერს ერმაკი.