ახალი ამბები მთავარი უკრაინის ომი

არ დატოვოთ თავშესაფრები, გავუძლებთ და ძლიერები ვიქნებით – ზელენსკი უკრაინელებს მოსალოდნელ საფრთხეზე აფრთხილებს

რუსეთი უკრაინის სრულმასშტაბიან დაბომბვაზე გადავიდა. სხვა ქალაქებთან ერთად, იერიში მიიტანეს ქვეყნის დედაქალაქზეც.

უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმერ ზელენსკი მოქალაქეებს თავშესაფარში დარჩენისკენ მოუწოდებს:

“სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან 229-ე დღეა, 229 დღეა ცდილობენ, დედამიწიდან გაგვაქრონ, გაანადგურონ ჩვენი ხალხი, რომელსაც სახლში, ზაპორიჟიეში ძინავთ, დახოცონ ადამიანები, რომლებიც დნეპრსა და კიევში სამსახურებში მიდიან.

საჰაერო განგაში არ წყდება მთელი უკრაინის მასშტაბით. გვესვრიან რაკეტებს. სამწუხაროდ, არიან გარდაცვლილები და დაშავებულები. ძალიან გთხოვთ, არ დატოვოთ თავშესაფრები, გაუფრთხილდით თავს და თქვენს ახლობლებს. ვუძლებთ და ძლიერები ვიქნებით,” – აცხადებს ზელენსკი.

იტვირთბა....