რუსეთი ინტენსიურ შეტევაზე გადავიდა. დაიბომბა უკრაინის დედაქალაი კიევი, ასევე ქალაქები ზაპოროჟიე, დნეპრი, ხმელნიცკი, ტერნოპოლი, ჟიტომირი, კრივიი-რიჰი და სლავიანსკი.
ცოტა ხნის წინ აფეთქებების ხმა გაისმა ქალაქ ლვოვშიც, რომელიც უკრაინის დასავლეთით მდებარეობს და პოლონეთს ესაზღვრება.
ადგილობრივებს მოუწოდებენ, თავშესაფრებსა და მეტროს სადგურებს შეაფარონ თავი. აფეთქებებს მსხვერპლი მოყვა. არიან დაშავებულები.