ახალი ამბები მთავარი უკრაინის ომი

ოკუპანტები რაკეტებს საცხოვრებელ კორპუსებს ესვრიან, არიან დაღუპულები – რუსმა სამხედროებმა უკრაინის კიდევ რამდენიმე ქალაქზე მიიტანეს იერიში

ყირიმის ხიდის აფეთქების შემდეგ პუტინმა უკრაინის რამდენიმე ქალაქზე სარაკეტო იერიშის მიტანის ბრძანება გასცა. დაიბომბა კიევიც, არიან გარდაცვლილებიც.

კიევის გარდა, დაიბომბა წუხელ სლავიანსკის ცენტრი. დაღუპულია ოთხი ადამიანი, ორი კი დაშავდა.

„ღამით ისევ დაიბომბა ქალაქის ცენტრალური ნაწილი, დაზიანდა კერძო სახლები ბოტანიჩესკაიას ქუჩაზე. ერთ-ერთში ოჯახი ცხოვრობდა. სამი ზრდასრული დაიღუპა. 12 წლის ბიჭი საავადმყოფოში გადაიყვანეს. საერთო ჯამში, დაბომბვის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა, ორი კი – დაშავდა”, – განაცხადა ქალაქის სამხედრო-სამოქალაქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ვადიმ ლიახმა.

წუხელვე დაიბომბა უკრაინის ქალაქი ზაპოროჟი. უკრაიული მედიის ცნობით, დაბომბვის სამიზნე საცხოვრებელი კორპუსები გახდა.

რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ზაპოროჟიეს საცხოვრებელი უბნები ერთი დღით ადრეც დაბომბეს, რასაც ბოლო მონაცემებით 14 ადამიანი ემსხვერპლა, 89 კი დაშავდა.

რუსმა სამხედროებმა საარტილერიო იერიშები მიიტანეს სუმის რეგიონზეც. უკრაინული მედია წერს, რომ გასული დღე ღამის განმავლობაში რეგიონი 70-ჯერ დაიბომბა.

იტვირთბა....