აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა არიზონაში გამართულ შეხვედრაზე რუსეთ-უკრაინის ომზე ისაუბრა და განაცხადა, რომ აღნიშნული კონფლიქტი, შესაძლოა, მესამე მსოფლიო ომის დაწყების საბაბი გახდეს. მისი თქმით, აუცილებელია სამშვიდობო მოლაპარაკებების გამართვა.
„ახლა ჩვენ გვაქვს ომი რუსეთსა და უკრაინას შორის, სადაც პოტენციურად ასობით ათასი ადამიანი იღუპება. ჩვენ დაუყოვნებლივ უნდა მოვითხოვოთ მოლაპარაკება უკრაინის ომის მშვიდობიანად დასრულებაზე, წინააღმდეგ შემთხვევაში, მესამე მსოფლიო ომში აღმოვჩნდებით. და ეს ყველაფერი სულელი ადამიანების გამოა, რომლებსაც წარმოდგენაც არ აქვთ. ეს ასევე გამოწვეულია იმ ტიპის იარაღით, რომელიც დღეს არის ხელმისაწვდომი. არასოდეს გვქონია ასეთი იარაღი, დესტრუქციული უნარის იარაღი, თანამედროვე იარაღი. მე ამაზე მეტი ვიცი, ვიდრე ვინმემ, იმის გამო, რომ მე აღვადგინე ჩვენი სამხედრო სფერო“, – განაცხადა ტრამპმა.