aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

დღეს რომის პაპი და რუსეთის პატრიარქი ერთმანეთს პირველად შეხვდებიან

aviabiletebi
ავიაბილეთები

მსოფლიოს უმსხვილესი რომაულ-კათოლიკური და რუსული მართლმადიდებელი ეკლესიების წინამძღოლები დღეს კუბაში ერთმანეთს პირველად შეხვდებიან.

ფრანცისკე პირველისა და კირილის მოლაპარაკებები ორ საათს გაგრძელდება. შეხვედრა ჰავანას აეროპორტში, ნეიტრალურ ზონაში გაიმართება. მოლაპარაკებები ერთობლივი დეკლარაციის ხელმოწერით დასრულდება.

როგორც ვატიკანის ქრისტიანული ერთიანობის ხელშეწყობის საბჭოს ხელმძღვანელმა, კარდინალმა კურტ კოჰმა განაცხადა, ერთ-ერთი მთავარი საკითხი, რომელიც რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიასა და ვატიკანს აინტერესებთ, ახლო აღმოსავლეთში ქრისტიანთა დევნაა. ასევე, ორი ეკლესიის წინამძღოლი უკრაინის კრიზისის საკითხსაც შეეხებიან.

“სწორედ უკრაინის საკითხი დიდი ხნის განმავლობაში წარმოადგენდა დაბრკოლებას ამ შეხვედრისთვის. პატრიარქი შეწუხებულია უკრაინაში შექმნილი სიტუაციით, რომის პაპიც შეშფოთებულია იქ მიმდინარე კონფლიქტით და ბერძნულ-კათოლკური და მართლმადიდებელი ეკლესიის ურთიერთობებში არსებული სირთულეებით. ამიტომ, ვფიქრობ, ამ თემას გვერდს ვერ აუვლიან”, – განაცხადა კარდინალმა კურტ კოჰმა.

რომის პაპისა და რუსეთის პატრიაქრის შეხვედრას მსოფლიო მედიაში  ისტორიულ მოვლენად აფასებენ. ვატიკანი შეხვედრის ორგანიზებას სულ მცირე სამჯერ ცდილობდა – ორჯერ იოანე პავლე მეორეს და ერთხელ ბენდეიქტე მეთექვსმეტეს დროს.

კუბას გარდა, რუსეთის პატრიარქი კირილე ბრაზილიასა და პარაგვაის ეწვევა.

იტვირთბა....