ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ამ ქალს აბარია სააკაშვილის სიცოცხლე,” – ელისო კილაძე და ნინო ნადირაძე სოციალურ ქსელში ერთმანეთს მწვავედ დაუპირისპირდნენ

“ამ ქალს აბარია სააკაშვილის სიცოცხლე,” – ჟურნალისტი, “ქრონიკა+”-ის რედაქტორი,ელისო კილაძე და კლინიკა “ვივამედის” დირექტორი ნინო ნადირაძე სოციალურ ქსელში ერთმანეთს დაუპირისპირდნენ, კილაძის განცხადებით ის აპირებს, რომ ამხილოს ნადირაძე და გამოაქვეყნებს რამდენი პატიმარი მოუკვდა მას “ვივამედში”.

[su_quote]ამ ქალს აბარია დღეს მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლე ‼️
ნუ,ელიტარული მეძავისგან რომ რამე არ უნდა გეწყინოს ფაქტია(ადგილს უფრთხილდება ცირკთან),მაგრამ მაინც თხოვნაა-დაარეპორტეთ და იქვე გაეცით პასუხი !
ამის მხილებას მე მივხედავ-რამდენი პატიმარი მოუკვდა “ვივამედში” და რატომ იგებს(აგებს) სახელმწიფო ტენდერებს![/su_quote] – წერს კილაძე

შეგახსენებთ, რომ ელისო კილაძის განცხადებით მიხეილ სააკაშვილს შესაბამისი მკურნალობა არ უტარდება და კლინიკის ხელმძღვანელობა ტყუის.

” ეს ქალი ,ნინო ნადირაძე დაასრულებს ციხეში -მიშა სააკაშვილის სიცოცხლის უფლება დაცული არაა !” – ამ სტატუსის გამოქვეყნებიდან ცოტახანში კილაძემ სააკაშვილის ვიდეოკადრების გასაჯაროება მოითხოვა.

იტვირთბა....