მოსკოვში სამხედროების მასობრივი დაკავება დაიწყო, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველო “ფეისბუქში“ ავრცელებს.
უკრაინის დაზვერვის ინფორმაციით, სამხედროების მასობრივ დაკავებებთან ერთად, მოსკოვის ცენტრში მოძრაობა გადაკეტილია, თუმცა რუსული მედია ამის შესახებ ინფორმაციას არ ავრცელებს.
“რუსეთის დედაქალაქში სამხედროების წინააღმდეგ მიმართული “ღონისძიებათა კომპლექსი“ დაიწყო. მოსკოვის ცენტრში მოძრაობა გადაკეტილია. ქალაქში ძერჟინსკის სახელობის ოპერატიული დანიშნულების ქვედანაყოფები შევიდნენ – როსგვარიის “ელიტა”. ისინი პოლიციასთან ერთად ცენტრისკენ მიდიან. ცნობილია სამხედროების მრავალრიცხოვანი დაკავებები და ბლოკირებები. შედეგად, მოსკოვის პერიმეტრზე ყველა სამხედრო ნაწილი მზადყოფნაშია მოყვანილი”, – წერია დაზვერვის მთავარი სამმართველოს განცხადებაში.