ახალი ამბები პოლიტიკა

“მითხრა, დღეს უფრო დავრწმუნდი სააკაშვილის ცუდად ყოფნაშიო” – ნობელიატნმა ექიმმა „ვივა მედი“ დატოვა

ნობელიატნმა ექიმმა „ვივა მედი“ დატოვა. ჯეიმს კობი სააკაშვილის პალატაში ლოდინის შემდეგ კონსულტაციისთვის შეუშვეს.

ამერიკელმა ექსპერტმა ტერიტორია მედიასთან კომენტარის გაკეთების გარეშე დატოვა.

ექს-პრეზიდენტის მოსანახულებლად გიული ალასანია შევიდა.

ალასანია ამბობს, რომ ამერიკელ ექიმს პირადად ესაუბრა.

მესამე პრეზიდენტის დედის თქმით, ნობელიანტმა მედიკოსმა მას უთხრა, რომ დღეს უფრო მეტად არის დარწმუნებული, სააკაშვილის ცუდად ყოფნაში.

„ადამიანი დარჩება საგანგებოდ, იმიტომ რომ, გუშინ რაც ნახა, ძალიან არ მოეწონა. ჩათვალა, რომ მძიმე მდგომარეობაა და მითხრა, ახლა მხოლოდ დამიდასტურდა ჩემი შთაბეჭდილება, რომ ნამდვილად არის მძიმე მდგომარეობაო. დეტალები მე არ ვიცი, დაიწერება ეს დასკვნა და გასაჯაროვდება,“ – ამბობს გიული ალასანია.

იტვირთბა....