ახალი ამბები პოლიტიკა უკრაინის ომი

ეს მხოლოდ დასაწყისია… – პოდოლიაკი ყირიმის ხიდის აფეთქებაზე

უკრაინის პრეზიდენტის მრჩევლის, მიხაილო პოდოლიაკის თქმით, ის რაც რუსეთმა მოიპარა, უკრაინას უნდა დაუბრუნდეს. ამით პოდოლიაკი ყირიმში, ქერჩის ხიდზე მომხდარ აფეთქებას გამოეხმაურა.

“ყირიმის ხიდი – ეს მხოლოდ დასაწყისია. ყველაფერი უკანონო უნდა განადგურდეს, ყველაფერი მოპარული უკრაინას უნდა დაუბრუნდეს, რუსეთის მიერ ოკუპირებული ყველა ტერიტორიიდან, ის უნდა განიდევნოს”. – წერს პოდოლიაკი Twitter-ზე.

ყირიმში, ქერჩის ხიდზე სატვირთო მატარებელზე მიმაგრებულ საწვავის ავზს ცეცხლი გაუჩნდა. ამასთან დაკავშირებით ინფორმაციას რუსეთის საინფორმაციო სააგენტო ავრცელებს.

აფეთქების შედეგად დაზიანებულია საგზაო და სარკინიგზო გზები. ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

რუსეთის მიერ ანექსირებული ყირიმის რკინიგზის პრესსამსახურში აცხადებენ, რომ მატარებელი ქერჩის სადგურიდან გაყვანილია და ტერიტორიაზე საავარიო სამუშაოები მიმდინარეობს.

ქერჩის ხიდი, რომელიც 2018 წელს გაიხსნა, ყირიმს რუსეთის სატრანსპორტო ქსელთან აკავშირებს.

იტვირთბა....