aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ირმა ნადირაშვილი მინისტრებს და მათ მოადგილეებს ნეპოტიზმში ამხელს

aviabiletebi
ავიაბილეთები

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა ირმა ნადირაშვილმა დღეს, ჟურნალისტებსა და საზოგადოებას ნეპოტიზმის კონკრეტული ფაქტები გააცნო, რომელიც მიუთითებს იმაზე, რომ სახელმწიფო ბიუჯეტი მინისტრების, მათი მოადგილეებისა და პარლამენტარების ოჯახის წევრების შენახვაზეა ორიენტირებული.

როგორც ირმა ნადირაშვილი აცხადებს, ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, 2012 წლიდან, დეპუტატების, მინისტრების, მინისტრის მოადგილეების ოჯახის წევრებმა სამსახურების შოვნა დაიწყეს.

მისი თქმით, იკვეთება ორი ტენდენცია – როდესაც ოჯახის წევრები პირდაპირ საჯარო სტრუქტურებში იწყებენ მუშაობას და  როდესაც ყველა კერძო სტრუქტურას ერთდროულად მოუნდა ამ ადამიანების დასაქმება.

ის კონკრეტულ სახელებს და გვარებს ასახელებს და ამბობს, რომ ის სურათი, რომელიც მიიღეს, შემაშფოთებელია:

„მაგალითისთვის ავიღოთ პარლამენტის ვიცე-სპიკერი მანანა კობახიძე, 2012 წელს, როგორც კი მან ეს პოზიცია დაიკავა, მისმა და მინისტრის მოადგილე გახდა, ხოლო მეუღე სასწრაფოდ მიიღეს კერძო სექტორში. ახლა ის შპს ბროილერში მუშაობს.

ჟორჟოლიანი გია, რომლის ძმაც ჯანდაცვის სამინისტროში დეპარტამენტის უფროსის მოადგილედ დასაქმდა.

ჯაფარიძე თამაზის მეუღლე პრეზიდენტის რეზიდენციაში დაცვის უზრუნველყოფის სააგენტოში.

ხალვაში როსტომი, მან ორი შვილი დაასაქმა ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიასა და აჭარის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულებაში. ეს ორივე სახელმწიფო სტრუქტურაა.

თამარ კორძაიას მეუღლე, ზაზა მენაბდე იყო აჭარის სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის პასუხისმგებელი მორიგე, ახლა კი ის დაწინაურდა და ჯერ თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის ერთ-ერთი განყოფილების უფროსად, შემდეგ კი შპს სინათლის ქალაქის მონიტორინგის სამსახურის უფროსი.

ნოდარ ხადურის მეუღლე აიყვანეს ლიბერთი ბანკში, მაგრამ აქაა ერთი მნიშვნელოვანი დეტალი – ხადურის ცოლის და, მისი პირადი თანაშემწეა.

ნოდარ ებანოიძის შვილები შემოსავლების სამსახუსა და თბილისის მერიაში დასაქმდნენ. თამაზ მეჭიაურის შვილი თბილისის პრობაციის ბიუროში დასაქმდა და ასეთი მაგალითები მრავლადაა“ – განაცხადა ნადირაშვილმა.

მისი თმქით, ეს ძალიან საგანგაშო და მანკიერი ტრადიციაა, რომელიც ნიშნავს, რომ პერსპექტიული განათლების ადამიანისთვის დახურულია კერძო და საჯარო სექტორის კარი.

იტვირთბა....