პოლიტიკოსი და ტელეწამყვანი ბუკა პეტრიაშვილი რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებით ინფორმაციას ხშირად გვიზიარებს. ამჯერადაც, პეტრიაშვილი მორიგ პოსტს აქვეყნებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
“აბა შაბათ დილა მშვიდობისა ჩემო მეგობრებო! #BუკაDეილიNიუსი #BDN მივიდა დილიდან ცხელ-ცხელი კარგი ამბებით!
აქვე ვამატებ სიხარულით ფრიად სასიამოვნო სიახლეს: ყირიმის ხიდიც აშიშხინებულაააა! ამერიკის დროით მაინც მიულოცეს პუტლერ/პუილოს დღეობაა!
ხერსონის მიმართულებით გათავისუფლებულიანკიდევ ერთი დასახლებული პუნქტი ბელიაევკა! დუდჩანებთან ურდო იბრძვის გამწარებით, რომ არ გაუშვას ბერისლავის და ნოვაკახოვკისკენ ჩვენები, მაგრამ ურდოსიკი ბლოგერები მოთქვამენ, გამოფიტულია ურდო და სულ ახალ შევსებას იღებენ უკრაინელებიო!
30!!!!! კილომეტრზე ნაკლები დარჩათ ჩვენებს ხერსონამდე! შესაბამისად არტილერია და სარაკეტო სისტემები წყნარად, მშვიდად და თავისუფლად იმუშავებს, ვიდრე არ გამობუგავს მთელს ურდოს საწყობებს და ცოცხალ ძალას ხერსონში! გუშინაც მარტო ხერსონის მიმართულებიდან 150 ურდოსიკი გაემგზავრა პირდაპირ კობზონის კონცერტზე! 6 ტანკი გადაიქცა ჯართად და 3 საზენიტო სარაკეტო სისტემა დაიფერფლა!!
ჩვენების ავიაცია მუშაობს ოქროდ! 15 სამიზნე გაანადგურეს გუშინ, მათ შორის ცოცხალი ძალის კონცენტრაციის ადგილები, საყრდენი საკომანდო პუნქტები და შეიარაღების საწყობები!
ძალიან მაზალოდ ამუშავებს ურდო ირანულ კამოკაძე დრონებს შახიდ 136-ს! არსებული ინფორმაციით მათ უკვე გამოიყენეს ხელთარსებული 300-დან 100! ნაძირლები ძირითადად ბომბავენ საცხოვრებელ სახლებს! დღეს დილასაც ხარკოვში იყო დიდი აფეთქებები!
გუშინ ჩვენებმა კი ჩამოაგდეს ურდოს 20 დრონი, აქედან 5 რუსული და 15 ირანული შახიდი. აქედან 1 – მოხაჯერი – არ იყო კამიკაძე და უფრო მეტი ბომბები ჰქონდა ზედ! ერთი ათასად!
კაი ამბავი მოხდა გუშინ უკრაინის საზღვრიდან 350 კილომეტრში, კალუგის ოლქში მდებარე შაიკოვკის ურდოსულ ავიაბაზაზე! კაცმა არ იცის ვისი დრონი იყო, მაგრამ ფაქტია დეენარცხა ზედ ასაფრენ ბილოკზე და 2 სტრატეგიული ბომბდამშენი – ტუ-22 ჩაბუგა ადგილზე! ეს ის ტუები, კინჟალებით და ხ-300 ებით რო ბომბავდა აზოვსტალს!
გუშინ ღამე ლამასად და ძააალიან ხმაურიანად იბუთქა დროებით ოკუპირებულ მელიტოპოლში (ვის ჰყავს პარტიზანი ჩვენისთანა) და დონეცკის რაიონში ილოვაისკში დააბაბანა კაიიი გემრიელად!
ლუჰანსკის სიღრმეში მიიწევენ ჩვენები! დიდი ჯახია სვატოვო-კრემენნას მიმართულებაზე!
ამსიობაში ხარკოვში კიდევ 1 დასახლება – პოდოლი გაათავისუფლეს ჩვენებმა!
მაკრონი გააქტიურდა! არტილერიის ღმერთებად შერაცხულ ცეზარებს გამოვალო კიდევ ბევრსო! ევროპის პოლიტიკურმა თანამეგობრობამაც დააფუძნა სამხედრო დახმარების 100 მილიონ ევროიანი ფონდი! იმედია ეს საწყისი თანხაა!
ურსულა ვონ დერ ლაინმა დღე-დღეზე 2 მილიარდი ევრო ჩაერიცხება უკრაინასო! ჯამში, სამხედრო დახმარების გარეშე, 19 მილიარდი ევრო აქვს უკვე გადარიცხული ევროკავშირს უკრაინისთვის!
გუშინ გავრცელდა ცნობა რომ ზელენსკიმ და პუილომ განაცხადეს თანხმობა დიდი ოცეულის ნოემბრის სამიტში მონაწილეობაზეო, თუმცა ზელენსკის ადმინისტრაციამ მოგვიანებით განაცხადა, რომ გადაწყვეტილება ინდონეზიაში ზელენსკის გამგზავრებაზე მიღებული არ არის!
ბაიდენმა პაწა დაგვაფეთა გუშინ, კარიბის კრიზისის მერე ასეთი მაღალი არ ყოფილა ბირთვული იარაღის გამოყენების რისკიო, მარა პენტაგონი და სახ.დეპი ირწმუნება, რომ რეალურად გამოყენების საფრთხე მაინც მინიმალურია! კიდევ ერთი საინტერესო რამე თქვა ბაიდენმა, პუტლერის უახლოესი წრიდან 1-მა ძალიან დაახლოვებულმა უკვე “გაუჭედა@ პუილოს, სიგიჟეა ეს ომი და არ შეიძლება მისი გაგრძელებაო! ალბათ სხვებიც იქნებიან! გამოჩნდება მალე!
სომხეთის პრემიერი როგორ გადააგორებს ამ ამბავს (იმედია გადააგორებს), ცალკე ამბავია, მაგრამ პუტლერს რომ აქაც ეხევა “ფლაგები”, ფაქტია! ევროკავშირის მისია ჩადგება სომხეთის მხრიდან და სომხეთი და აზერბაიჯანი ადასტურებენ გაერო-ს ქარტიით გათვალისწინებულ პრინციპს ტერიტორიული მთლიანობის შესახებ! გიუმრის ბაზიდან ურდოს გაყრას რო მოითხოვს ოფიციალურად სომხეთი, მერე ნახეთ თქვენ პულიოს კრუნჩხვები!
გენერალ ზალუჟნის სიტყვებით დაავასრულებ დღევანდელ დილის ამბებს:
“ჩვენ არ გვავქს უფლება ეს ომი დავუტოვოთ საბრძოლველად ჩვენს შვილებს. ამიტომ მტერი უნდა გავანადგუროთ აქ და ახლა”!!!!
უკრაინა იმარჯვებს – საქართველო გაიმარჯვებს – პუტლერის ბოროტების იმპერია ინგრევა!
დიდება უკრაინას!
დიდება გმირებს!
დიდება ერს!
სიკვდილი მტერს!” – წერს პეტრიაშვილი