რამდენიმე წუთის წინ, ოჯახმა კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფი მესამე პრეზიდენტის წერილი გაასაჯაროვა:
“მიეცით საშუალება ექიმს გამიწიოს ერთჯერადი სამედიცინო მომსახურება, მე კი ჩემთვის კანონით მონიჭებული უფლების რეალიზების შესაძლებლობა. გთხოვთ პასუხი გამცეთ დღესვე, თქვენს გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული ჩემი სიცოცხლის გადარჩენა”, – წერს მიხეილ სააკაშვილი.
წერილი მედიას მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერმა გიორგი ჩალაძემ მიაწოდა.