aviabiletebi
ახალი ამბები ეკონომიკა მთავარი

გორში პირველი ქარის ენერგიის სადგურის მშენებლობა იწყება

aviabiletebi
ავიაბილეთები

“ჩვენ 2016 წლის დასაწყისში, ხელი მოვაწერეთ გორში პირველი ქარის ენერგიის სადგურის მშენებლობას. ეს კავკასიაში პირველი პრეცედენტია. გორი მსოფლიოში, ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი ადგილია, ქარის ენერგეტიკის თვალსაზრისით”, – ასეთი განცხადება EBRD-ის (ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი) რეგიონალურმა დირექტორმა ბრუნო ბალვანერამ გადაცემა „ბიზნესკონტაქტთან“ ინტერვიუში გააკეთა.

 

მან ბანკის 4 წლიან სტრატეგიაზეც ისაუბრა. სტრატეგიაში ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებად ბრუნო ბალვანერა ენერგეტიკას ასახელებს. მისი თქმით, საქართველოს ენერგეტიკული მიმართულებით დიდი რესურსი აქვს.

 

“განახლებადი ენერგია მსოფლიოში სულ უფრო აქტიური მიმართულება ხდება. ქვეყნები მაქსიმალურად ცდილობენ განახლებად ენერგიაზე გადავიდნენ, რათა გარემოს დაცვა მოხდეს“. – აცხადებს ბალვანერა.

იტვირთბა....